ავღანეთში 2,6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა

ავღანეთში უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში, დაჯგუფება “თალიბანის” თავდასხმების შედეგად, 2 685 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას TOLO News-ი ქვეყნის უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, არ კონკრეტდება, რამდენი დაღუპული და დაშავებულია.

აღინიშნება, რომ 21 იანვრის – 20 ივნისის პერიოდში “თალიბანის” მხრიდან 5 943 თავდასხმა მოხდა, მაშინ, როდესაც ავღანელმა სამხედროებმა დაჯგუფების წინააღმდეგ მხოლოდ 1569 სპეცოპერაცია განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები