ჩეხეთში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-ზე მეტი პირი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი რელსებზე მდგომ საფოსტო შემადგენლობას შეეჯახა.
სამგზავრო მატარებელში შეჯახების მომენტში 120-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, გარდაცვლილი კი სამგზავრო მატარებლის მემანქანეა.
დაშავებულთა შორის 8 ბავშვია.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.