ისრაელში ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ – აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

იერუსალიმში უკვე მეოთხე დღეა, საკარანტინე ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება.

აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ.

გვიან ღამით პოლიციასთან შეტაკება მთავრობის მეთაურის რეზიდენციასთან მოხდა. ქუჩაში გამოსულ ადამიანებს პლაკატები ეჭირათ წარწერით: “ბიბი ციხეში”, “ბიბი სახლში”, “ყელში ამოვიდნენ კორუფციონერები”.

ისინი ცენტრალური ქუჩების ბლოკირებას ახდენდნენ. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გზების გათავისუფლება დაიწყო, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მისამართით ქვებისა და კვერცხების სროლა დაიწყეს.

გარდა ამისა, არბევდნენ მაღაზიების ვიტრინებს. რესტორნებსა და კაფეებთან მაგიდებსა და სკამებს ისროდნენ.

არეულობის შედეგად, 50 ადამიანია დაკავებული.

ანალოგიური აქცია 11 ივლისს თელ-ავივში გაიმართა.

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატების ფონზე, ივლისის დასაწყისში მთავრობამ საკარანტინე ზომები გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები