მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” სოფლის რწმუნებულმა დაუდასტურა.

სამძებრო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, ჩართული იყო ბათუმიდან ჩამოსული მყვინთავების ჯგუფი.

ცნობისთვის, 13 ივლისს, საღამოს 15 წლის მოზარდის კვალი მას შემდეგ დაიკარგა, რაც ის საქონლის გადასარეკად მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას. შემთხვევის ადგილზე ამ ხნის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცველები და სოფლის მოსახლეობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარის ჯუმის გასწვრივ და მიმდებარე მიდამოებში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები