აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მდებარე თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტებისინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება.
ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„დღეს 19:30 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არტილერიიდან“ , – განუცხადა სააგენტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ.
ამავდროულად, მოსკოვში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი აზერბაიჯანი-სომხეთის შეტაკების შედეგად, სომხეთის მხრიდან გარდაცვლილებისა და 8-9 დაშავებულის შესახებ იუწყება, რომელთაგან ხუთი მშვიდობიანი მოქალაქეა.
„დღეისთვის, დავაზუსტე, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები – რვა თუ ცხრა ადამიანი. თუმცა, ვითარება იცვლება, რადგან ამ დრომდე გრძელდება სროლები, აზერბაიჯანი ნაღმტყორცნებიდან ისვრის“ , – განაცხადა სომხეთის ელჩმა რუსეთში.