აშშ ვიზების გაცემას იწყებს
მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საკონსულოები და საელჩოები უახლოეს დროში ვიზების გაცემას განაახლებენ.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებიათ.
აღინიშნება, რომ კონკრეტული ქვეყნების მისიები ვიზებს ინდივიდურად გასცემენ.
მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მისიებმა ვიზების გაცემა 20 მარტს შეწყვიტეს, რაც კორონავირუსს უკავშირდებოდა. გამონაკლისი მხოლოდ ექსტრემალური შემთხვევებისთვის იყო.