სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებამ კიბერსივრცეში გადაინაცვლა – ბაქომ ერევნის სამთავრობო საიტის პარალიზება მოახდინა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 12 ივლისს დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ კიბერსივრცეში გადაინაცვლა.
Haqqin.az-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის საიტი გატეხეს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ამჟამად, სომხეთის მთავრობის ძირითადი საიტებია პარალიზებული.
სომხეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულია აზერბაიჯანის ეროვნული გმირების ფოტოსურათები და ილჰამ ალიევის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი.