არჩილ თალაკვაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონპროექტზე: სახელმწიფოს ერთადერთი მოტივაცია აქვს, რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების საკითხი დაცული იყოს

“სახელმწიფოს აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ დაცული იყოს ქვეყნისთვის სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების საკითხი უზრუნველყოფილი იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის საპასუხოდ განაცხადა.

„ელექტრონულ კომუნიკაციებს რაც შეეხება, მე არ ვიცი, გუშინ მარტო თქვენ ესწრებოდით ამ სხდომას, როდესაც ამას განვიხილავდით. კომიტეტზეც თქვენ იყავით ერთადერთი თქვენი პარტიიდან და ფრაქციიდან, ვინც ამ თემაზე ძალიან აქტიურად გამოდიოდით.

როგორც ჩანს, თქვენ განსაკუთრებული დაინტერესება გაქვთ ამ საკითხზე და ღრმად ხართ ამაში ჩახედული. თუ ღრმად ხართ ჩახედული, მე პირდაპირ გეტყვით, აქ საკითხი ეხება ქვეყნისთვის სტრატეგიულ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. სახელმწიფოს აქ აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა იყოს დაცული, უსაფრთხოების საკითხი ამ მიმართულებით იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები