ბრიტანეთის თემთა პალატა: სომხეთის აგრესია ყარაბაღის კონფლიქტს ამძაფრებს

“სომხეთის მხრიდან 12 ივლისს განხორციელებული აგრესიის აქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტს კიდევ უფრო ამძაფრებს”, – ამის შესახებ ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილ, “აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიის შესახებ” დოკუმენტშია ნათქვამი, – იტყობინება აზერბაიჯანული მედია.

თემთა პალატა ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, დაგმოს სომხეთის ქმედება, რომელიც სამშვიდობო პროცესისთვის სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს, ასევე, არღვევს საერთაშორისო სამართალს.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღინიშნება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვარზე არტილერიის გამოყენებით სამხედრო ქმედებები წარმოადგენს 1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას.

პალატა მოუწოდებს მთავრობას, მხარი დაუჭიროს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოწოდებას, მოხდეს დეტალური გამოძიება, რათა მომავალში ფართომასშტაბიანი ომის არიდება მოხერხდეს. ასევე, გაისმა მოწოდება მთავრობის მიერ, რომ მან სომხებს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაიყვანა მოსთხოვოს, როგორც ეს 1993 წლის გაერო-ს რეზოლუციებშია ნათქვამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები