მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 13 მილიონ ადამიანს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13 103 290 შეადგენს, ვირუსს 573 042 პირი ემსხვერპლა, 7 257 369 კი განიკურნა.

ინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლით, მსოფლიო ანტირეკორდს ისევ აშშ ამყარებს, სადაც ვირუსი 3 363 056 პირს აქვს დადასტურებული, 135 205 გარდაიცვალა, ხოლო 1 031 939 განიკურნა.

შესაბამის მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი აქვეყნებს.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც 1 884 967 ინფიცირებული, 72 833 გარდაცვლილი და 1 291 251​გამოჯანმრთელებულია;

სტატისტიკის მესამე ადგილზე ინდოეთი, ჯამურად, 906 752 დაავადებულია. ქვეყანაში კოვიდ19-ს 23 727 პაციენტი ემსხვერპლა, 571 460 კი სამკურნალო დაწესებულებებიდან გაწერილია.

რაც შეეხება მეოთხე ადგილს, მას რუსეთი იკავებს, სადაც 732 547 ინფიცირებული, 11 422 გარდაცვლილი და 503 168​ განკურნებულია.

მსოფლიო ინფიცირების სტატისტიკის ათეულში შედის, ასევე, პერუ – 330 123; ჩილე – 317 657; მექსიკა – 304 435; გაერთიანებული სამეფო – 291 691; სამხრეთ აფრიკა – 276 242 და ირანი – 259 652.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები