სომხეთის პროვოკაცია საზღვარზე
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ისევ მორიგი პროვოკაცია მოხდა. 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის რაიონის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლით აზერბაიჯანის პოზიციებზე იერიში სცადეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული ადეკვატური ზომების შედეგად მოწინააღმდეგე ეს ვერ გამოუვიდა და საპასუხო ცეცხლს შეეჯახა.
ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 6 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მეოთხედ გაგრძელებად გეგმავდა.
“ჩვენ გვესმის, რომ საგანგებო მდგომარეობის უსასრულოდ გახანგრძლივება არ შეგვიძლია, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის არ გათვალისწინებაც არ შეგვიძლია. შესაბამისად, დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენ, სულ მცირე კიდევ ერთხელ, გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს”, – განაცხადა მაშინ ფაშინიანმა ბრიფინგზე.
სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მძიმეა, რაც ფაშინიანისადმი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია. მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიას ადეკვატურად ვერ უპასუხა. 13 ივლისის მდგომარეობით აქ ინფიცირების 32 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, რაც, ზოგიერთის თქმით, სომხეთში ვითარების მასობრივი კონტროლის საშუალებას უფრო წარმოადგენს და ნებისმიერი პროტესტის ჩახშობის იარაღი ხდება.
ამასთან, პანდემიის პირობებში პრემიერმა რამდენიმე საკადრო ცვლილება მოახდინა, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში და, ექსპერტების თქმით, თანამდებობებზე მის მიმართ ლოიალური ადამიანების პოზიციები განამტკიცა.
ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ სომხეთის 10 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი ყარაბაღში ჩავიდა. ვარაუდობენ, რომ მან სეპარატისტებს ინციდენტის შესახებ წინასწარ აცნობა და მოუწოდა, არ მიაქციონ ამას ყურადღება. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ყარაბაღშიც გეგმავენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მოვლენებს შორის კავშირი საკმაოდ ნათელია. სომხეთში ამჟამად ძალიან დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა.
ამ პირობებში ჩნდება აზრი, რომ სომხეთის ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების გადართვას საგარეო პოლიტიკაზე ცდილობს, რადგან აზერბაიჯანთან არსებული ტერიტორიული დავა სომეხი მოსახლეობისთვის კონსოლიდაციის ფაქტორია. ამასთან, არის მოსაზრება, რომ საზღვართან მომხდარი დაძაბულობა სომხეთმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებამდე ერთი დღით ადრე იმიტომ მოაწყო, რომ იცოდა, რომ ეს მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა, ასე კი ეს მოვლენა თითქმის შეუმჩნეველი, საინფორმაციო დღის წესრიგის მიღმა დარჩა, რადგან მთავარი ყურადღება საზღვარზე მომხდარ ინციდენტს დაეთმო.
ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ სომხური მხარე დანაკარგზე ზუსტი ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარს ამბობს, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს. მხოლოდ დღის მეორე ნახევარში ოფიციალურმა ერევანმა აღიარა, რომ დაჭრილია ორი პოლიციელი და სამი სამხედრო მოსამსახურე.
ამჟამად მიდის საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის არსებული გამწვავება ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებების პროცესის ბედს ეჭვქვეშ აყენებს.
წყარო: https://report.ge/world/somkhetis-provokatsia-sazghvarze/?fbclid=IwAR1NyGRQNK3FFA6Mf71sDG-mtzstoG5xwSCmb376vaDFF6I0kKdExcntPBg