მოლდოვაში ოპოზიციურ საპროტესტო აქციებზე 79 ადამიანი დააკავეს
მოლდოვაში სამართალდამცველებმა, ოპოზიციური “ბლოკო პაბედას” მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა დარღვევების გამო, 79 ადამიანი დააკავეს. შედგენილია 148 ოქმი.
კიშინიოვში ოპოზიციის მიტინგი, მონაწილეთა ძალადობრივი დარბევით და მომიტინგეების მიერ გაშლილი კარვების ქალაქის დაშლით დასრულდა.
ოპოზიციის პროტესტი პრეზიდენტ მაია სანდუს პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. მომიტინგეებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულება მოითხოვეს.