ამირან გამყრელიძე: საქართველო ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე – სხვა ქვეყნები, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ დონის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ, არ მოვეშვათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, მეზობელ და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
მისივე თქმით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი იარაღია პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ შედარებით ბევრად უკეთესად გამოვიყურებით, ვიდრე – ჩვენი მეზობელი ან სხვა ევროპული ქვეყნები. ჩვენ გვსურს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ დონის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შევინარჩუნოთ, რათა არ გაგქვექცეს ხელიდან. ამისთვის ყველაფერი კეთდება თქვენთან ერთად. ამიტომ იყო მომართვა, რომ არ უნდა მოვეშვათ, არ უნდა დავიჯეროთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ. მესმის, რომ მოსაბეზრებელია ერთი და იმავეს გამეორება – პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, მაგრამ საჭიროა, ხშირად გავახსენოთ მოსახლეობას, რომ ეს არის მთავარი იარაღი“, – განაცხადა გამყრელიძემ.