კორონავირუსისგან გარდაცვალების სტატისტიკით მექსიკამ იტალიას გადაასწრო
კორონავირუსისგან გარდაცვალების მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით მექსიკამ იტალიას გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემიდან ირკვევა.
აღინიშნება, რომ მექსიკაში უკვე 35 006 ლეტალური შემთხვევაა, იტალიაში კი – 34 954.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, მექსიკაში კოვიდ19-ის დიაგნოზი 299 750 პირს აქვს დასმული.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე უგო ლოპეს-გატელიმ სოციალურ ქსელში დაწერა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საფრთხე ნარჩუნდება.
მისი თქმით, ქვეყნის 15 რეგიონში ინფიცირების რისკი მაქსიმალურად მაღალია.