მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13 მილიონს აღწევს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13 მილიონს აღწევს, ვირუსს 569 128 პირი ემსხვერპლა, 7 116 კი 957 განიკურნა.

ინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლით, მსოფლიო ანტირეკორდს ისევ აშშ ამყარებს, სადაც ვირუსი 3 304 942 პირს აქვს დადასტურებული, 135 205 გარდაიცვალა, ხოლო 1 006 326 განიკურნა.

შესაბამის მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი აქვეყნებს.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც 1 864 681 ინფიცირებული, 72 100 გარდაცვლილი და 1 264 843 გამოჯანმრთელებულია;

სტატისტიკის მესამე ადგილზე ინდოეთი, სადაც ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 28 701 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 878 254 დაავადებულია. ქვეყანაში კოვიდ19-ს 23 174 პაციენტი ემსხვერპლა, 553 471 კი სამკურნალო დაწესებულებებიდან გაწერილია.

რაც შეეხება მეოთხე ადგილს, მას რუსეთი იკავებს, სადაც 726 036 ინფიცირებული, 11 318 გარდაცვლილი და 500 208 განკურნებულია.

მსოფლიო ინფიცირების სტატისტიკის ათეულში შედის, ასევე, პერუ – 326 326; ჩილე – 315 041; მექსიკა – 299 750; გაერთიანებული სამეფო – 291 154; სამხრეთ აფრიკა – 276 242 და ირანი – 257 303.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები