რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
ნიჟეგოროდის ოლქში თვითმფრინავი – Ан-2 ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ბორტზე სულ ორი ადამიანი იმყოფებოდა.
დაწყებულია გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა და ის სასოფლო მიწის დასამუშავებლად გამოიყენებოდა.