ზუგდიდში დადიანების ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, “რეგიონულო კვირის” ინფორმაციით, ე.წ. “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას შვილი დადუ შენგელია დააკავეს. ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მას გამოძიება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენა-ტარება-მოხმარებას ედავება.
ამ წუთებში დადიანის ქუჩაზე, აღნიშნული მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. დაკავებულის მანქანა კი უკვე პოლიციის სადგომზეა გადაყვანილი.