თურქეთის სახელმწიფო საბჭომ, აი სოფიას მუზეუმად გარდაქმნის შესახებ მთავრობის 1934 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება გააუქმა.
საბჭომ დაადგინა, რომ აია-სოფია სულთან მეჰმედ ხანის სახელობის ფონდის ბალანსზეა და ამიერიდან შესაძლოა, მეჩეთის სახით გამოიყენებოდეს.
ასევე, აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების რეესტრში ის როგორც მეჩეთი, გადის და ეს ფაქტი ცვლილებას არ ექვემდებარება.
აია-სოფიას მშენებლობა 532 წელს დაიწყო, კურთხევა კი 537 წლის 27 დეკემბერს შედგა. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.
ტაძარი 916 წლის განმავლობაში მსოფლიოში უდიდეს ტაძრად მიიჩნეოდა, თუმცა 1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთებულ იქნა მუსულმანურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო ერთერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.
1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკო-მ, სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად, „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა.
ათასი წლის მანძილზე აია-სოფია ქრისტიანთა ყველაზე დიდ ტაძარს წარმოადგენდა მსოფლიოში მანამ, სანამ რომში წმინდა პეტრეს ტაძარი აშენდებოდა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.