აზერბაიჯანში კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი გარდაცვლილია
აზერბაიჯანში კორონავრისუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 22 990 შემთხვევაა დადასტურებული.
ოპერატიული შტაბის მონაცემით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში უკვე 292 ლეტალური შემთხვევაა.
ამასთან, ვირუსი 14 093-მა პირმა დაამარცხა, 8605 მკურნალობას აგრძელებს.