“ექსპერტიზის დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და შემდგომ გადააგდეს მდინარე არაგვში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ის დაზიანებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ადამიანს მიადგეს იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც წაქცევის, სირბილის დროს.
„ამ დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, 12 -მდე სახის დაზიანება ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. გამორიცხულია, რომ ის დაზიანებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ადამიანს მიადგეს იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც წაქცევის, სირბილის დროს. ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან, დამთავრებული ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან. ეს კვალიფიციკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, კარგია და არის სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. გიორგის მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში, გარდაცვალების მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოხლისდროინდელი, ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ამის შემდეგ გაადააგდეს და დადგა ლეტალური შედეგი”, – განაცხადა ნიკოლაძემ.