“თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს როგორც კანონმდებლობის, ისე – აღსრულების თვალსაზრისით”

„2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობა ჰქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რევოლუციური ცვლილება მოხდა სიტყვის თავისუფლების კუთხით”, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით, როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების თვალსაზრისით ევროპაში საუკეთესო მოდელია.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა კანონმდებლობაში მაუწყებლობის დასაწყებად და აღნიშნა, რომ ზუსტად ამ ბარიერების მოხსნის და კანონების ლიბერალიზაციის შედეგად, დღეს საქართველოში 100-ზე მეტი მაუწყებელია.

“წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც ეხება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს, სრულიად ჯდება ყველა სტანდარტში სამართლიანობის, შესაბამისად ეს ცვლილება ინვესტიციების მიმზიდველობის არ დააზიანების. ეს არ დააზიანებს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტიციების კუთხით, არც ტელე-საკომუნიკაციო ბაზარს, პირიქით, მათ შორის არც საკუთრების უფლების ნაწილს არ დააზიანებს.
რაც შეეხება მედიის ნაწილს, მედიას ეს საერთოდ არ ეხება და ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს მედია საქართველოში როგორც კანონმდებლობით და ეს მოხდა 2012 წლის შემდეგ, სრულიად ლიბერალიზებულია, აბსოლუტურად ლიბერალიზებულია. საკანონმდებლო ჩარჩო არ იცნობს პრაქტიკულად არანაირ რეგულაციას, რომელიც არეგულირებს მედიის სარედაქციო საკითხებს, საერთოდ არანაირს. 2012 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ჩარჩოში არანაირი რეგულაცია არ არის და გაუქმდა, რომელიც შეიძლება არეგულირებდეს ან ირიბი შემხებლობაც ქონდეს მედიის სარედაქციო საკითხებთან, არამედ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან ერთად, რომელიც ზოგს მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილება ჰგონია, რეალურად ეს იყო ფუნდამენტური და რევოლუციური ცვლილება სიტყვის თავისუფლების კუთხით. კერძოდ რაში მდგომარეობს ეს – ყველანაირი შემზღუდავი მექანიზმი მოიხსნა საქართველოში, მაუწყებლობის დასაწყებად, რაც არსებობდა 2012 წელს. ყველა ის საკითხი ვიცი, რაც არსებობდა მაუწყებლობის დასაწყებად. არა მარტო სიხშირული მაუწყებლობა არ გაიცემოდა 2012 წლამდე, არამედ ორბიტალური, სატელიტური მაუწყებლობის შეზღუდვებისკენაც იღწვოდა ხელისუფლება. მე პირადად ძლივს მივაღწიე ერთერთ არხზე რომ ორბიტალური მაუწყებლობა განმეხორციელებინა ერთერთი ევროპული სატელიტით. ყველა ის ბარიერი რომელიც არსებობდა არა მარტო სიხშირული ლიცენზიის გაცემის კუთხით, სრულიად მოიხსნა ლიცენზირება. არანაირი ბარიერი არ აქვს ადამიანს ან კომპანიას, იურიდიულ პირს, თუ უნდა მაუწყებლობის დაწყება. დღევანდელი კანონმდებლობით, კომუნიკაციების კომისიაში მომართვიდან , განცხადების შემოტანიდან 10 დღეში მარტივ ავტორიზაციას გაივლის. ეს არის იგივე სიმარტივის პროცედურა, ყველას ალბათ ვებგვერდზე დარეგისტრირების პროცედურა გაუვლია და რა იოლია რეგისტრაციის გავლა ყველამ იცის. ზუსტად ასეთივე პროცედურაა დრეს მაუწყებლობის დაწყება და დრეს საქართველოში 100-ზე მეტი მაუწყებელია ზუსტად ამ ბარიერების მოხსნის და კანონების ლიბერალიზაციის შედეგად. დღეს, მაუწყებლობის სფეროში რეგულაციაც კი არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ რეკლამის გავრცელების საკითხებია რეგულირებული. როცა მედიაზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რა ცვლილებები მოხდა და დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, თუ თქვენ მომიტანთ ევროპის რომელიმე კანონმდებლობას , სადაც ჩვენზე ლიბერალური კანონმდებლობაა, მე ბოდიშს მოგიხდით. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, როგორც კანონმდებლობა, ისე აღსრულების თვალსაზრისით ევროპაში საუკეთესო მოდელი გვაქვს“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები