ირანში კორონავირუსს 12 447 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 142 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 12 447 ლეტალური შემთხვევაა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენელი, სიმა სადათ ლარი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კოვიდ19-ის 2262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, უკვე 252 720 ინფიცირებულია.
ამასთან, კლინიკებიდან 215 500 პაციენტია გაწერილი.