სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 31 ათასს უახლოვდება
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის კიდევ 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 30903 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 11 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 546 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დაავადება 18709-მა პირმა დაამარცხა, მკურნალობას კი 11471 პირი აგრძელებს.