ექიმების მეთვალყურეობით ჩატარებული Energy Diet Smart-ის კურსი – ნინას ისტორია

საკუთარ თავზე დიდი გამარჯვება, გარეთ გასვლისა და შოპინგის ხალისი, სიმსუბუქისა და სილამაზის შეგრძება – 23 წლის ნინა ლომაძე ყოველ დღეს თავდაჯერებული და ბედნიერი ხვდება.

ნინამ წონაში მატება ერთი წლის წინ დიდი რაოდენობით არაჯანსაღი პროდუქტის მიღებისას დაიწყო. როდესაც საკუთარი წონა მისთვის დისკომფორტის საგანი გახდა, გოგონამ ენდოკრინოლოგსა და ნუტრიციოლოგს მიმართა, ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოაჩინა, რომ წონაში მატების მიზეზი არა ჯანმრთელობისაგან გამოწვეული პრობლემა, არამედ –  ცხოვრების პასიური წესი იყო.

– „ზედმეტ წონასთან ბრძოლა მარტივი და ბევრი სახის დიეტებით დავიწყე, თუმცა ჩემი ყველა ცდა უშედეგო იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა ჰორმონალური დარღვევები, დაგროვილი კილოგრამების მოშორება მაინც ძალიან მიჭირდა. სხვადასხვა დიეტის ცდის შემდეგ კი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე Energy Diet Smart – რომელმაც სასწაულებრივი შედეგი მისი მიღების დაწყებიდან ერთ კვირაში მაჩვენა” – საკვებმა დანამატებმა ნინას ორგანიზმზე დადებითად იმოქმედა. 7 თვის წინ მიღწეულ სასურველ შედეგს დღემდე ინარჩუნებს.

დიეტის პროცესში ნინასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კლების პროცესი იყო. როგორც ცნობილია, NL International-ის საკვები დანამატების მიღების დროს სხეულის მასის შემცირება არა კუნთის, არამედ ცხიმის ხარჯზე ხდება, შესაბამისად, შედეგი, პირველ ყოვლისა, სანტიმეტრებში აისახება.

– „დიეტის პირველი ორი დღე შედარებით რთული იყო, რადგან ჩემი ორგანიზმი დღეში 5000 კალორიას იყო მიჩვეული, უცებ კი 4000 კალორიით ნაკლები, ანუ 1000 კალორიამდე შევამცირე. თავდაპირველად, მცირედი თავბრუსხვევა და უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, თუმცა ეს ყველაფერი მომდევნო დღეს გაქრა და ჩემი ორგანიზმი ნორმალურ, ჯანსაღ რეჟიმში ჩადგა. მომიწესრიგა ძილისა და წყლის მიღების რეჟიმი, შევეჩვიე დილის საკვების მიღებას და ჩემი დღის წესრიგიდან ამოვიღე საღამოს კვება. საკუთარ თავზე მიღებული გამოცდილება ირგვლივ მყოფებს გავუზიარე და ჩემთვის ყველაზე ძვირფასებს – მეუღლესა და დედას შევთავაზე”, – ნინა ამბობს, რომ დედამ 12, მეუღლემ კი 6 კილოგრამი დაიკლო.

Energy Diet Smart-ის გარდა, ნინა NL International-ის სხვა პროდუქტებსაც მოიხმარს, როგორიცაა თმის, სახის თუ კანის მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია და სხვადასხვა აქსესუარი. როგორც ის აღნიშნავს, როდესაც საქმე ჯანმრთელობასა და გარეგნობას ეხება, მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროდუქციის ხარისხი და, რასაკვირველია, ხელმისაწვდომი ფასიც.

– „მომხმარებელს ვურჩევ, რომ პროდუქტის მიღებამდე აუცილებლად ჩაიტაროს საჭირო გამოკვლევები, რადგან დიეტის დროს არის საკვები დანამატები, რომლებიც არ შეიძლება, თუკი პაციენტს აწუხებს თირკმლები, კუჭის წყლული, აქვს საშარდე გზების დაავადებები ან ჰორმონალური დარღვევები. მიუხედავად იმისა, რომ მე ექიმების რეკომენდაციით დავიწყე Energy Diet Smart, სასურველია, მომხმარებელს სრული ინფორმაცია ჰქონდეს როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე –  ორგანიზმის სიჯანსაღეზე. მე აბსოლუტურად დარწმუებული ვარ, რომ პროდუქცია ჯანსაღია, რადგან ანალიზები სრულიად წესრიგში მაქვს კურსის დასრულების შემდეგაც”.

აღსანიშნავია, რომ “ენერჯი დიეტაში” შემავალი საკვები დანამატები ყველა გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი, რეკომენდაციების დაცვის შემდეგ კი სასურველ შედეგს არათუ მიაღწევენ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშიც შეძლებენ მის შენარჩუნებას.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები