ლარი დოლართან მიმართებით 0.0006 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.0600 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0594 ღირდა.
0.0148 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4655 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4507 ლარი იყო.