აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ახალი წესების თანახმად, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.
აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს 2 საათში ერთხელ.
დამსაქმებელი ვალდებულია, თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო, ინდივიდური დაცვის საშუალებებით. უფრო დეტალურად, რეკომენდაციები ხელმისაქვდომია აქ – https://www.moh.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები