სომხეთში კორონავირუსს კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 29 820 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში ვირუსს 18 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 521 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დაავადების დამარცხება 17 427-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 11 708 ადამიანი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები