აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 54 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში 3 მილიონზე მეტი ინფიცირებულია.

The New York Times-ი წერს, რომ მინიმუმ 6 შტატში: ტეხასში, კალიფორნიაში, მისურში, მონტანაში, ოკლაჰომასა და ჰავაიზე ყოველდღიური მატების ანტირეკორდი დამყარდა.

ასევე, ტეხასში, არიზონასა და მისისიპიში ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

აღინიშნება, რომ ქვეყანაში ყოველდღიური მატება საშუალოდ 50 ათასს შეადგენს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ივნისში იყო. ამასთან, დაავადებულთა მნიშვნელოვან ნაწილს 40 წლამდე ასაკის ადამიანები წარმოადგენენ.

26 ივნისიდან 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების თითქმის ნახევარი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები