ტრამპი: სკოლები შემოდგომაზე უნდა გაიხსნას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს მოუწოდებს, სწავლა შემოდგომაზე განაახლონ.

ტრამპმა Twitter-ში დაწერა, რომ სკოლები შემოდგომაზე უნდა გაიხსნას.

მოგვიანებით კი თეთრ სახლში სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მან თქვა, რომ შტატების გუბერნატორებზე ზეწოლას მოახდენს, რათა სკოლები გახსნან.

ტრამპი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს სურს, სკოლები იყოს დახურული პოლიტიკური მოტივით, თუმცა ამას “არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ”.

“გუბერნატორებსა და დანარჩენებზე დიდ ზეწოლას მოვახდენთ, რომ სკოლები გახსნან”, – თქვა ტრამპმა, წერს Reuters-ი.

შტატებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლობა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაავადების გავრცელების რისკზე საუბრობენ. ინფიცირების ზრდა, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში, მათ შეშფოთებას იწვევს, რადგან ბავშვებმა შესაძლოა, დაავადება სახლსა და სკოლაში გაავრცელონ.

სასწავლო საშემოდგომო სემესტრის ორგანიზებაზე, ასევე, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანლობა ფიქრობს. მათი ნაწილი ონლაინსწავლებაზე გადასვლას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები