სახელმწიფომ 244 956 პირზე თითქმის 60 მილიონი ლარის კომპენსაცია გასცა

ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია კომპენსაციის მიმღები 188 363 თვითდასაქმებული პირი და მათგან 115 719-მა პირმა 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო, რაც სახელმწიფოს, ჯამურად, 34 715 700 ლარი დაუჯდა.

200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა პანდემიისას უმუშევრად დარჩენილ 129 237 დასაქმებულს. გადარიცხულმა თანხამ 25 847 400 ლარი შეაგინა.
რაც შეეხება მძღოლებს, სულ დარეგისტრირდა 15 904 პირი, მათ შორის 10 660 ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი იყო. აქედან კომპენსაცია დაერიცხა 13 192 პირს, მათ შორის, ტაქსის 9632 მძღოლს 300 ლარის ოდენობით.

კომპენსაციები მიიღეს სხვადასხვა ტიპის მოვაჭრეებმაც. კერძოდ, 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია გადაერიცხა ბაზრობის მოვაჭრე 6904 პირსა და სხვა ტიპის 1727 მოვაჭრეს.

ეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 15 ივლისს სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები