ივნისში სავალუტო რეზერვები 22.7 მილიონი დოლარით გაიზარდა
1 ივლისისთვის საქართველო 3,616 მლრდ მლნ დოლარის სარეზერვო აქტივებს ფლობდა, ხოლო ბოლო 1 თვეში სავალუტო რეზერვები 22.7 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ივნისში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილურებისთვის სავალუტო ბაზარზე რეზერვებიდან თითქმის 50 მლნ დოლარი გაყიდა. კიდევ 20 მილიონი ბაზარს 2 ივლისსაც მიაწოდა. ცენტრალურ ბანკს სავალუტო რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე გაცხადებული აქვს. ლარის გაცვლით კურსზე ზეწოლის მოხსნის მიზნით სებ-ი სავალუტო ინტერნვენციებს ახორციელებს. წელს პანდემიის ფონზე, ეროვნულ ბანკს ბაზრისთვის 229.65 მლნ დოლარი აქვს მიწოდებული.