გია ვოლსკი: საკმაოდ მძლავრი პოზიცია გვაქვს დამკვიდრებული მედიათავისუფლების სივრცეში და ამ პოზიციას ვერავინ შეელევა

„კანონპროექტი ეხება წმინდად ტექნიკურ საკითხს, ტექნიკურ ნაწილში ელექტრონული კომუნიკაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს განსაზღვრავს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლების შეზღუდვა არავის ინტერესში არ არის.

„კანონპროექტი ეხება წმინდად ტექნიკურ საკითხს, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს განსაზღვრავს ტექნიკურ ნაწილში. ვერანაირად ვერ შეეხება და, რასაკვირველია, არ შეეხება სიტყვის თავისუფლებას, მედიათავისუფლებას და, თუნდაც, ინტერნეტსივრცეს. აქედან გამომდინარე, ეს შეზღუდვები, რაზეც საუბრობენ, ძირითადად, ჩვენი ოპონენტების მიერ წამოწეული თემაა. არავის ინტერესში არ არის, რომ შეზღუდოს. რატომ უნდა შეზღუდოს, ჯერ ეს ერთი. მეორეც, ჩვენ საკმაოდ მძლავრი პოზიცია გვაქვს დამკვიდრებული მედიათავისუფლების სივრცეში და ამ პოზიციას ვერავინ შეელევა, ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია და გავაგრძელებთ ამის დაცვას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები