სემეკ-ი: ბუნებრივი აირის ტარიფი სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება.
ნარმანიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც სპეციალური ფორმულის მეშვეობით გაზის ტარიფის გამოთვლა მოხდა, გაირკვა, რომ სოციალური გაზის ტარიფის ცვლილების აუცილებლობა არ დგას.

„ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ, ერთი მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იმავე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2020, 2021, 2022 წლებში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი“, – აცხადებს ნარმანია.

გაზის ტარიფი თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრია, რეგიონებში კი – 57 თეთრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები