მეცნიერები: უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ახალი კორონავირუსი გაჩნდეს

​სინგაპურელი მეცნიერები უახლოეს ათწლეულში კიდევ ერთი კორონავირუსული ინფექციის გამოჩენას არ გამორიცხავენ, რომელიც ასევე ადამიანებს ცხოველებისგან გადაედებათ.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ახალი ინფექციური დაავადებების პროგრამის დირექტორის, პროფესორ ვან ლინფას თქმით, ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის შეიძლება, მოხდეს ახალი აფეთქება და რამდენად სერიოზული იქნება ის, მაგრამ მის გამოჩენას ნამდვილად უნდა ველოდოთ.

ამის შესახებ გაზეთი The Straits Times-ი წერს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეცნიერები ძალიან შეშფოთებულები არიან იმით, რომ Sars-CoV-2 შესაძლოა, ადამიანიდან ცხოველებზე გადადიოდეს, შემდგომ კი, პირიქით.

მისი თქმით, ყველაზე პესიმისტურად გამოიყურება ის, რომ ღამურების პირიქით – ინფიცირებაა შესაძლებელი.

​”გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აღნიშნული ცხოველები ვირუსის უსიმპტომო მატარებლები არიან და შეუძლიათ სხვა ცხოველების ინფიცირება, ასევე, ადამიანებისაც”, – აღნიშნა მეცნიერმა.

თავის მხრივ, ამავე ინსტიტუტის კიდევ ერთმა მეცნიერმა, ალექს კუკმა აღნიშნა, რომ ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, ათჯერ აღემატებოდეს ოფიციალურ მაჩვენებლებს.

“მეცნიერებს ზუსტი რიცხვების თქვა უჭირთ, რადგან ბევრ ადამიანში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამის დადგენის ერთადერთი მეთოდი ანტისხეულებზე ანალიზის ჩატარებაა”, – თქვა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები