ირაკლი ჩიქოვანი: ივლისში Wizz Air-ი და Myway Airlines-ი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალურ ჩარტერულ რეისებს განახორციელებენ

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ივლისში ორი ავიაკომპანია – Wizz Air-ი და Myway Airlines-ი განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

პრემიერის მრჩეველმა მედიას გააცნო ავიარეისების ჩამონათვალი, რომელიც ივლისში განხორციელდება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, კვლავაც ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც COVID-19-ის პირობებში სახელმწიფომ განახორციელა და საქართველო არის ერთერთი მოწინავე სახელმწიფო, რომელმაც შეძლო თავისი მოქალაქეების რეპატრიაცია და დაბრუნება საკუთარ სამშობლოში, კვლავ განახლდება და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ივლისში ორი ავიაკომპანია – Wizz Air-ი და Myway Airlines-ი განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით. ეს მიმართულებები და თარიღები არის შემდეგი – 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი და 28 ივლისი – ათენი. ამ მიმართულებებზე, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, ისინი კვლავაც ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები