ანრი ოხანაშვილი: თუ პოლიტიკურ პარტიას პასუხისმგებლობის უნარი არ აქვს, მაშინ რა საარჩევნო პროგრამა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს

“ცინიკურია იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთავაზებას არასერიოზულად აღიქვამენ”, – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის გამოხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე, რომელიც 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას ეხება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, როცა 25 მეტრის რადიუსში პირის შეფერხება არ შეიძლება.

„ნებისმიერი ჩანაწერი უნდა ექვემდებარებოდეს აღსრულებას, როცა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა არ ეყოფოდა იმ შემოთავაზებას, რაც იყო ოპოზიციის მხრიდან. ეს იქნებოდა მხოლოდ ჩანაწერი, რომელიც აღსრულებას ვერ დაექვემდებარებოდა ობიექტური მიზეზების გამო. ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, თუმცა ფონის შექმნა სურთ ამ საკითხით. მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, როცა 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება პირის შეფერხება. არ არის საჭირო ყველაფრის ჩაწერა კანონში, რაც შეიძლება, ექვემდებარებოდეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობას. თუ პოლიტიკურ პარტიას პასუხისმგებლობის უნარი არ აქვს, მაშინ რა საარჩევნო პროგრამა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს. ამიტომ, ცინიკურია იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთავაზებას არასერიოზულად აღიქვამენ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ იყოს სპეკულაციების საშუალება, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს, გაფორმდეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები აიღებენ რადიუსის დაცვის ვალდებულებას და საარჩევნო უბნებთან აქტივისტები არ ეყოლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები