შიხიაშვილი: ამბობენ, რომ ჩვენ რუსული პროექტი ვართ, მალე მითქმა-მოთქმის შესაწყვეტად, ლუსტრირებისთვის საზოგადოებას საინტერესო სიურპრიზს შევთავაზებთ

“ზოგი ამბობს, რომ ჩვენ ვართ რუსული პროექტი. ძალიან მალე, იმისთვის, რომ ეს ჭორაობა და მითქმა-მოთქმა შეწყდეს, ლუსტრირებისთვის საინტერესო სიურპრიზს შევთავაზებთ საზოგადოებას”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.
შიხიაშვილმა პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„2 ივლისს დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია – „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“, ამან დიდი მითქმა -მოთქმა და ვნებათაღელვაა გამოიწვია ე.წ. ნეოლიბერალურ სივრცეში. ისე დაიწყო ამის გაშუქება, თითქოს, „ქართულ მარშს“ შეუერთდა შიხიაშვილი. მინდა, იცოდეს საზოგადოებამ – „ქართული მარში“ წარმოადგენდა საზოგადოებრივ მოძრაობას და „გეორგია“, რომლის თავმჯდომარეც მე გახლდით, წარმოადგენდა საზოგადოებრივ მოძრობას. ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და შევქმენით პოლიტიკური ძალა, სადაც თავმჯდომარეა სანდრო ბრეგაძე და გენერალური მდივანი გახლავართ მე. ეროვნულ ღირებულებებზე, ქვეყენაში არსებული სიტუაციაზე, მომავალზე ფიქრი და გამოსავლის ძებნა ჩემსა და სანდრო ბრეგაძეს შორის იყო, პრაქტიკულად, იდენტური. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ორგანიზაციების გაერთიანებით შეგვექმნა ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც იზრუნებდა იმაზე, რომ გაჩნდეს ეროვნული იდეოლოგია, გავუფრთხილდეთ ეროვნულ ღირებულებებს და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდეს ეკონომიკურ- პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც დაეფუძნება „გეორგიას“. „გეორგია“ იქნება ის ქვაკუთხედი, რაზეც უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება თვითკმარობიდან იწყება. ამ პერიოდში გვიახლოვდება უფრო დიდის საფრთხე, ვიდრე პანდემიაა – ესაა შიმიშილი. თუ ქვეყანას არ ექნება შესაძლებლობა, გამოკვებოს თავის მოსახლეობა, მაშინ ის ქვეყანა განწირულია.
ჩვენ მოსახლეობას ღონიერ და გონიერ ძალას ვთავაზობთ. ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისას ძალადობდა, ხელისუფლებაში ყოფნისას ძალადობდა, ოპოზიციაში ყოფნისას ძალადობს, ჩვენ გვაბრალებს, მოძალადეები არიანო. მე ყოველთვის ვიბრძოლებ მუმლის წინააღმდეგ. ადრე თუ გვიან ამას თავის კარგი დასასრული აქვს – მუმლი დაიხრჩო და მუხა გადარჩა. თუ არ სჯერათ, ამას დაინახავენ“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს.
„ჩვენ არ გვინდა ძალადობა, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ შევქმნილვართ ჩვენ ვიცავთ სამშობლოს და გვინდა, ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ავუშენოთ. ეს იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს.
ვინც ამბობს, რომ ჩვენ ვართ რუსული პროექტი, ძალიან მალე იმისთვის, რომ ეს ჭორაობა და მითქმა-მოთქმა შეწყდეს, საინტერესო სიურპრიზს შევთავაზბეთ ლუსტრირებისთვის საზოგადეობას. ეს იქნება, ალბათ, ამ თვის ბოლოს. ისეთ რამეს გავაკეთებთ, რომ კითხვა არ დარჩება საზოგადოებას იმაზე, თუ ვინ აპირებს კარგის გაკეთებას და ვინ თვალთმაქცობს. საზოგადოება გაიგებს, ვინ ვინაა, რატომ მიმდინარეობს ჩემზე ეს თავდასხმა, თითქოს, რუსებს გადავეცი სიები. მეტი არაფერი აქვთ სათქმელი, სასაცილოა“, – განაცხდა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები