ავსტრალიაში კორონავირუსის გამო შტატებს შორის საზღვარი ჩაკეტეს
ავსტრალიაში ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებს შორის საზღვარი ჩაიკეტა. ამის მიზეზი კორონავირუსის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი გახდა.
ამის შესახებ ვიქტორიის შტატის პრემიერმინისტრმა, დენ ენდრიუსმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შტატში 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ასევე, 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ენდრიუსის თქმით, შტატის საზღვრების ჩაკეტვა ახალი სამხრეთ უელსის პრემიერთან, გლადის ბერეჯიკლიანსა და ქვეყნის პრემიერთან, სკოტ მორისონთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა.
ამიერიდან, ახალ სამხრეთ უელსში მოსახვედრად საშვების სისტემა იმოქმედებს.
6 ივლისის მდგომარეობით, ავსტრალიაში კორონავირუსის სულ 8 586 შემთხვევაა გამოვლენილი, 106 პირი გარდაიცვალა, ხოლო 7 420 გამოჯანმრთელდა.