სუს-მა ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრილ მამაკაცთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გაააქტიურა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან შუახნის მამაკაცის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი გაააქტიურა.

როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, დამატებითი დეტალების გასარკვევად კომუნიკაცია მიმდინარეობს.

“შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გავააქტიურეთ და მიმდინარეობს კომუნიკაცია დამატებითი დეტალების გასარკვევად”, – აღნიშნეს სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი შუახნის მამაკაცი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოქალაქე წუხელ შეიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები