ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიო სტატისტიკაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა
ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 24,2 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამურად, 697 413 შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით მსოფლიო სტატისტიკაში ქვეყანამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა და რუსეთს გადაასწრო.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 425 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 19 693 ლეტალური შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება სულ 424 432-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 253 287 პაციენტი აგრძელებს.
კოვიდ-19-ით ინფიცირების მსოფლიო სტატისტიკაში პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია, სადაც 2 888 730 დაავადებულია, მეორე ადგილზე 1 603 055 ინფიცირებულით – ბრაზილია.
რაც შეეხება, ჯამურად, მსოფლიო სტატისტიკას – 6 ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით სულ 11 450 247 ადამიანია ინფიცირებული, 534 273 ლეტალური შემთხვევაა და 6 179 048 პირი გამოჯანმრთელდა.