აშშ-ში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი
აშშ-ში, აიდაჰოს ტბის თავზე ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ორივე თვითმფრინავში, ჯამურად, რვა ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, წყლიდან ორი ცხედრის ამოყვანა მოხერხდა. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ კატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან.
ადგილზე მეხანძრეები, სახმელეთო დაცვა და საზღვაო მაშველები იმყოფებიან.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.