გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 239 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორი ინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში სულ Covid-19-ის 196 335 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 9 012-ს შეადგენს. ინფიცირებულთაგან 180 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები