აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი საბჭოს არჩევნების წესი პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული ხდება.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულეს. ცვლილებებს საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.
უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება.