მაია ნიკოლეიშვილი: მძიმე შედეგები იქნება, მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა, საჯაროდ უკვე “დაალაგეს” ჩვენებები

“რეალურად ჯერ არაა ცნობილი, თუ რით დაიღუპა ახალგაზრდა ვაჟი. მძიმე შედეგები იქნება ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისთვის, იმიტომ, რომ, მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა, საჯაროდ, სახალხოდ, უკვე “დაალაგეს” ჩვენებები”,- ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“არ მინდოდა, აქ, ამ საქმეზე რაიმე მეთქვა, მაგრამ, ტელეეთერები დუღს: . . .
-ყველა “ეცნობა” და საჯაროდ ციტირებს “ჩვენებებს” (გამოკითხვის ოქმებს)!!
-ყველას აქვს ვერსია, საკუთარი ფანტაზიის მიხედვით!
-ბევრი “უკვე” აღარ ენდობა გამოძიებას !
-ბევრი უკვე “მკვლელების” უმკაცრეს დასჯას ითხოვს! -ქუჩაში გამვლელებს, სატელევიზიო ინტერვიუში, გამოაქვთ ვერდიქტი!!!!
-სატელევიზიო ინტერაქტივი ნაფიც მსაჯულების კომპეტენციას ითავსებს!!!!
!!!!რეალურად კი ჯერ არაა ცნობილი, თუ რით დაიღუპა ახალგაზრდა ვაჟი!!!
ერთ გადაცემაში, საერთოდ, გარდაცვლილის გადაადგილების ტრაექტორია “აღადგინეს”!!!
მძიმე შედეგები იქნება ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისთვის, იმიტომ, რომ, მედიამ, მოყვარულებმა, ადვოკატებმა, საჯაროდ, სახალხოდ, უკვე “დაალაგეს” ჩვენებები!!!
ხო, “დამნაშავე” – სახელმწიფოაო!!!!
კითხვა მაქვს: და სასამართლო “გვჭირდება”, საერთოდ?!!!!!”,- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები