პროკურატურა: ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ პროკურატურას ასეთი თხოვნით
საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს.
“სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას,”- წერია ინფორმაციაში.