ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ჯგუფური გამოფენა მიეძღვნა

„ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები“ –   „თბილისი მოლში“ ჯგუფური გამოფენა გაიხსნა, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გალერეა „არტტენტთან“ თანამშრომლობით „თბილისი მოლის“ ცენტრალურ ატრიუმში მოეწყო ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების ჯგუფური გამოფენა – We Must Be Free („ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები“) და ასევე ხატვის ცოცხალი აქცია ახალგაზრდა ქართველი მხატვრების მონაწილეობით, სადაც დამთვალიერებლებს 4-5 ივლისს, ორი დღის მანძილზე,  თავად შეეძლებათ, შექმნან თემატური ჩანახატები მხატვრების დახმარებითა და საკუთარი იმპროვიზაციით.

გამოფენის მონაწილეები: ეთერი ჭკადუა,  მანუჩარ ოქროსცვარიძე, თათია დარჩიაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, როკო ირემაშვილი, ტატო ახალკაციშვილი, ილია ბალავაძე, მურთაზ შველიძე, თამარ ხმიადაშვილი, თამარ თოიძე, გიორგი მახარაშვილი, თედო რეხვიაშვილი,  სეფო,  სალომე რიგვავა, დემეტრე გელბახიანი, უტა ბექაია, ლევან მინდიაშვილი.

LIVE ART PERFORMANCE:  ნატალია ლაშხი, ანი გემაზაშვილი,  ირუ მელაძე, ანა დედაბრიშვილი, მედეა ყირიმელი, ირაკლი ქადეიშვილი.

 5 ივლისის შემდეგ გამოფენა-გაყიდვა – We Must Be Free გაგრძელდება „თბილისი მოლის“ მესამე სართულზე მდებარე გალერეა „არტტენტში“.

გამოფენის კურატორია: მაია ბიჭიკაშვილი; არტდირექტორი: ალექსანდრე ჯორჯაძე; კოორდინატორები: კონსტანტინე გვარამაძე, ნანუკა მახარაშვილი; კონსულტანტი: ხათუნა ხაბულიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები