გიორგი ტყემალაძე – „საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს“

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
ჩვენთვის შეუფასებელია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატები ერთიანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის დიდი მხარდამჭერია, რისთვისაც მადლობას გიხდით!“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები