დავით ჩიხელიძე: სუს-ის დაწყებულ გამოძიებას “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ გარკვეული ძალების არაჯანსაღი გამოხმაურება მოჰყვა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება, გარკვეული ძალების არაჯანსაღი გამოხმაურება მოჰყვა”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, სუს-ის მიერ დაწყებული მოკვლევა დროული და აუცილებელი იყო რადგან საქმე შეეხება საზოგადოების ინტერესების დაცვას, რომელსაც სრული უფლება აქვს მიიღოს მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ჭეშმარიტება და არა დეზინფორმაცია.

„გამოხმაურება რომელიც სიუჟეტის მსგავსად ტყუილზეა დაფუძნებული,მთავარი არხის” ეთერში კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიუჟეტი გავიდა, რომელიც, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მხოლოდ ტყუილის დიდ მარცვლას შეიცავდა და მასში სიმართლის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, სუს-ის მიერ დაწყებული მოკვლევა დროული და აუცილებელი იყო რადგან საქმე შეეხება საზოგადოების ინტერესების დაცვას, რომელსაც სრული უფლება აქვს მიიღოს მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ჭეშმარიტება და არა დეზინფორმაცია. სახელმწიფოს მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევის ნაცვლად დღეს იმის შესახებ უნდა ვსაუბრობდეთ, რომ „მთავარი არხი” უხეშად არღვევს ჟურნალისტთა მუშაობის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პრინციპებს, ამით კი პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებს ზოგადად ჟურნალისტის პროფესიას და საკუთარ მაყურებელს.
​საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებში პირდაპირ წერია რომ:
​პრინციპი 1

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

პრინციპი 11

ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედება: ფაქტის განზრახ დამახინჯება.

დღეს საზოგადოება სწორედ აღნიშნულის შესახებ უნდა საუბრობდეს, ჩვენ კი „მთავარი არხი”-ს და მასთან დაკავშირებული ადამიანების მიერ ვხედავთ ერთი ტყუილის მეორე დიდი ტყუილით გადაფარვის მცდელობას. დღეს ის ადამიანები გვიკითხავენ მორალს და აპელირებენ მედია თავისუფლებაზე, რომელთა დროს თავისუფალი მედია უბრალოდ არ არსებობდა, ამის ნათელი მაგალითი არის ტელეკომპანია „იმედში” შეჭრა, ტელეკომპანია „იბერიის”, ტელეკომპანია „მზის” და სხვა ტელეკომპანიების დახურვა. „ნაცების” დროს თავისუფალი მედიის არ არსებობას ადასტურებს საერთაშორისო კვლევები, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი – სადაც საქართველო 2012 წელს 104-ე ადგილს იკავებდა, 2019 წელს კი მე-60 პოზიციას, რაც საქართველოსთვის სარეკორდო შედეგია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ აპელირება არასერიოზული და სასაცილოა!” პრესის თავისუფლების ინდექსი 2011-2012 https://rsf.org/en/world-press-freedom-index-20112012 პრესის თავისუფლების ინდექსი 2019 https://rsf.org/en/georgia”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები