დრამატურგთა ევროპული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

   3 თებერვალს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, დრამატურგთა ევროპული კონკურსის – “საუბარი საზღვრების შესახებ” გამარჯვებულები გამოავლინა. მინისტრთან ერთად გამარჯვებულები პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა, დოქტორმა ქრისტიან პაპკემ და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის პრეზიდენტმა მანანა ანთაძემ დააჯილდოვა. პროექტი ინიცირებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის მიერ. დრამატურგიულ კონკურსზე საპრიზო ადგილები უპრეცენდენტოდ გადანაწილდა, პირველი პრემიის მფლობელი ორი დრამატურგი გახდა – დათა თავაძე პიესით „დედა ომი“ და ბასა ჯანიკაშვილი პიესით „გაბრაზებული ჩიტი“. გამარჯვებულები პირველი და მეორე პრემიისთვის განკუთვნილ ჯილდოს – 3 500 ევროსა და 3 500 ლარს გაინაწილებენ. პიესა „დედა ომი“ გორლიც ციტაუს სახელმწიფო თეატრში, ხოლო ბასა ჯანიკაშვილის პიესა „გაბრაზებული ჩიტი“ ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრში დაიდგმება. გამარჯვებული პიესები გერმანულ ენაზე ითარგმნება, 11 – ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდება და გერმანულენოვან ქვეყნებში გავრცელდება. მათი პრეზენტაცია 2014 წლის მარტში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები