“თიბისი კაპიტალი”: ეკონომიკა აღდგენას იწყებს

საქართველოს ეკონომიკის აღდგენა დაჩქარდა. როგორც “თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, ივნისის ბოლოსთვის გაცემული ახალი იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო მაჩვენებელმა პანდემიის შემდეგ პირველად გადაუსწრო იანვარ-თებერვლის პერიოდის საშუალოს. ზრდამ ბოლო კვირაში +11% შეადგინა.

საჯარო რეესტრში გაყიდული ბინების ტრანზაქციებში მკვეთრი გაუმჯობესება შეინიშნება. წლიურმა ცვლილებამ -26% შეადგინა, ხოლო წინა კვირაში იგივე მაჩვენებელი -41% იყო.
ივნისის პირველი კვირის მაღალი მაჩვენებლის შემდეგ, ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვა ზრდის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. წლიურმა ზრდამ +34% შეადგინა.
სამშენებლო მასალებსა და გრძელვადიან საქონელზე უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი მცირედით შენელდა.
საკვებ ობიექტებში ხარჯვა ეტაპობრივად უმჯობესდება. გასულ კვირაში ზრდის ტემპმა წ/წ -29% შეადგინა.
ივლისში რეგიონის სასტუმროების დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით 4 პპ-ით გაიზარდა; ივლისში 4% სამომავლო დატვირთულობა ფიქსირდება თბილისში, 6% ბათუმში, 11% რეგიონში.
მარტის შემდეგ გაკეთებული ჯავშნები არსებული ჯავშნების, დაახლოებით, 75%-ს შეადგენს რეგიონის სასტუმროებისთვის, 50%-მდეა ბათუმში და 20%-ზე ნაკლებია თბილისის სასტუმროებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები